თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ ჩინურ სახალხო დღესასწაულში, ნერგების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება დეპუტატის სამაჟორიტარო ოლქში მედიაჰოლდინგ GB TIMES Georgia-ს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. გამწვანების აქციის ფარგლებში ვარკეთილში მუხის და ცაცხვის ასზე მეტი ნერგი დაირგო.
აქციაში სამგორის რაიონის გამგებელმა, სამგორის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.