თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ ლილოში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. გიორგი ტყემალაძე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან სამ ოჯახს ესტუმრა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„დღეს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ იმ სამ ოჯახში ვიმყოფებოდი, რომელთაც 6 და 7 შვილი ჰყავთ. ბევრი შვილის ყოლა დიდი ბედნიერებაა, თუმცა ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქალს და განსაკუთრებით მრავალშვილიან დედებს 8 მარტს და ვუსურვებ, მათ ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული შვილები აღეზარდოთ“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.