თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ და საკრებულოს პროტოკოლის განყოფილებამ პირველ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს უმასპინძლა.
სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და თბილისის საკრებულოს შენობის ისტორიას გაეცნენ.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში დავით უთმელიძე მოსწავლეებს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრა, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
მოსწავლეების მხრიდან დაისვა საინტერესო შეკითხვები, რაზეც მაჟორიტარმა დეპუტატმა ამომწურავი პასუხები გასცა.
შეხვედრის ბოლოს მაჟორიტარმა აღნიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრები მოსწავლეებთან მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.