საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრა სახელწოდებით „საუბრები საქართველოს ოკუპაციაზე“ ეძღვნებოდა 1921 წელს საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია. მოსწავლეებმა ამ თემაზე საკუთარი კვლევა წარმოადგინეს, რომელიც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოამზადეს.
„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მონაწილეს ამ ღონისძიებისთვის. მიხარია, რომ სწავლობთ თქვენი ქვეყნის წარსულს და ჩვენც გვიზიარებთ თქვენს ხედვებს საქართველოს მომავალზე. თავისუფალი და განათლებული თაობა ქმნის ქვეყნის ჯანსაღ მომავალს, მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა დაინტერესებული საქართველოს ისტორიით, ჩვენი ქვეყნის წარსულით და მომავლით,“- განაცხადა დავით უთმელიძემ.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი და ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე.