თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე მაჟორიტარის წარმომადგენლობაში მოქალაქეთა მიღებას აგრძელებს.
დღეს დეპუტატმა მოქალაქეები ლილოს დასახლებაში მდებარე წარმომადგენლობაში მიიღო და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო. გიორგი ტყემალაძე მოქალაქეებთან კომუნიკაციას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს, რათა მის სამაჟორიტარო ოლქში არსებულ პრობლემებზე რეაგირება დროული და ეფექტური იყოს.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობა დაკომპლექტებულია და მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება. თავად დეპუტატი კი მოქალაქეთა მიღებას ყოველ ოთხშაბათს ატარებს.