22 ივლისს 11:30 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი
1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხი“ (04/12991);
2. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (04/13372);
3. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ (04/9479).