28 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ (მათ შორის: ნასაგურის წმინდა გიორგის ეკლესიის მაგალითზე).
მოწვეული სტუმრები:
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
• სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“.
• ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური“;
• ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია;
• საქართველოს საპატრიარქო;
• ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია;
• ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილება.
2. მოქალაქე ლიზა აშიგოვას განცხადებების (№6286; №6287) განხილვა.
მოწვეული სტუმრები:
• სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური“;
• ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
• მოქალაქეები.