13 მაისს 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მათვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დიმიტრი ორმოცაძის დანიშვნის შესახებ თანხმობის მიცემის საკითხი
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძის დანიშვნის შესახებ თანხმობის მიცემის საკითხი
3. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (04/8595 10. 05. 2016წ.) პროექტის განხილვა.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის #17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.