15 მარტი 12:00 საათზე , თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა.
სხდომის დღის წესრიგი
1. ააიპ “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი“-ს მიერ, 2013; 2014 და 2015 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) განხილვა.
2. ააიპ “თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი”-ს მიერ, 2014 და 2015 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) განხილვა.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თბილისის 25-ე მოზრდილთა პოლიკლინიკა“ - ს მიერ, 2013; 2014 და 2015 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) განხილვა.
4. სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ - ს მიერ, დაარსების დღიდან 2016 წლამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) განხილვა.
5. ა(ა)იპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“-ს მიერ, 2013; 2014 და 2015 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების (წინასწარი) განხილვა.
6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015 წლის 6 მაისს შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდი“-თან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2.1/30/272 ხელშეკრულებისა და 2014 წლის 12 დეკემბერს შპს „RSP-40” – თან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებN2.1/30/444-1 ხელშეკრულების შესწავლა-ანალიზის მასალებთან დაკავშირებით მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის (შენიშვნების) განხილვა.
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „უძრავი ქონება თბილისი“ - ს მიერ, 2010 წლის 01 თებერვლიდან - 2015 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებთან დაკავშირებით შპს „უძრავი ქონება თბილისი“ - ს (შენიშვნების) განხილვა.
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2015 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიში.
9. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ (მერიის N9/47325.29.02.2016წ. - საკრებულოს N04/3827.29.02.2016წ).