14 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 08 სექტემბრის #04/16171 წერილი ა.ა.ი.პ. ,,მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეს“ მიერ ,,სასახლის“ სახურავის პროექტის და სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
2. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 10 სექტემბრის #04/16312 წერილი თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
3. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 10 სექტემბრის #04/16315 წერილი თბილისის მუნიციპალიტეტის დდუბის რაიონის გამგეობის მიერ თბილისში, ფოთის ქ#14-ში და ვბაგრატიონის ქ#5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩასატარებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
4. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ (#04/15192; #04/15598)
5. ,, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ( ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დ. ნარმანიას ა/წლის 3 სექტემბრის N 04/15969 წერილი).
/მომხს: სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური/
6. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის აპარატისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის N12-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დ. ნარმანიას ა/წლის 25 აგვისტოს N04/15542 წერილი).
7. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დ. ნარმანიას ა/წლის 21 აგვისტოს N04/15377 წერილი).
8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დ. ნარმანიას ა/წლის N04/15118 წერილი)
/მომხს: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური./
9. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დ. ნარმანიას ა/წლის 10 სექტემბრის N04/16331 წერილი).
10. მიმდინარე საკითხები.