7 მაისს 16:00 საათზე , თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი :
1. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და მათი განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის #1-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტში და განმარტებით ბარათში ცვლილების შეტანა. (04/8494 05.05.2015წ.)
2. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის #7-13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. (04/8495 05.05.2015წ.)