25 აგვისტოს 13:00 საათზე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ნინო ვარდოსანიძის სამუშაო ოთახში, ჩატარდება კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი
1. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ზურაბ მაჩხანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიხარულის ქუჩის I ჩიხისთვის აკაკი გელოვანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელების, მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ჩინგიზ აითმათოვის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის იოანე ზოსიმეს სახელის მინიჭების შესახებ.