17 აპრილს, 11:00 საათზე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1)თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 15 აპრილის #04/7224 წერილი - თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიერ თბილისში, ნავთლუღის ჩიხი #5-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული კედლისა და სახურავის აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის საკითხი.
2)თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 15 აპრილის #04/7225 წერილი - თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ თბილისში, გლდანის მე-2 მ/რ კორპ. #25-ში შესასრულებელი სამუშაოები გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის საკითხი.
3)თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 14 აპრილის #04/7090 წერილი - თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში, I მ/რ, კორპ. #21, მე-8 სადარბაზოში შესასრულებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის საკითხი.
4),,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
5)განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტები და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების განხილვა.
6),,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ„ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი. (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დ. ნარმანიას ა/წლის 04 აპრილს # 04/6887 წერილი).