24 მარტს 14:00 საათზე , თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძისა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრები ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს მოინახულებენ და მონაწილეობას მიიღებენ აქციაში - ,,სიცოცხლის ხე ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.
მის: ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, მარუაშვილის ქ. 50.