13 აპრილს 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი
1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის N6-8 დადგენილებაში ცვლილების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;
2. სსიპ ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელის მინიჭების საკითხი;
3. განათლებისა და კულტურის კომისიაში შემოსული განცხადება ქართველი პოეტის ვანლერ დაისელის წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით.