29 სექტემბერს 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (##04/10024; 04/10117; 04/10273)
2. განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილებების შეტანის საკითხები (## 04/9832; 04/10274)
1. ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, იპოლიტ-ივანოვის (ყოფილი ქერჩის) ქუჩა #10, 10 ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ (04/9832);
2. ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი #81.02.13.652; 81.02.13.651) ინდივიდუალური ერთბინიანი ან ორბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ (04/10274)