თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ, საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანდრია ბასიალაიამ სამსახურის მიერ ბიზნესის სტიმულირების, თბილისის განვითარების კვლევების, სტრატეგიებისა და პროექტების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მანვე ყურადღება გაამახვილა სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე თბილისში შემომყვანი ტურიზმის პროგრამისა და პროექტის ღამის ეკონომიკის განვითარების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
კომისიის წევრებმა ასევე ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაციის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინეს.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
ოქტომბერი 20,2023ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა
სექტემბერი 22,2023თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აგვისტო 25,2023