თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს განსახილველი საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საფინანსო საქალაქრო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელეს.
ცვლილების საფუძველზე იზრდება არაერთი პროგრამის/ქვეპროგრამის ასიგნებები, მათ შორის:დაავადებათა სკრინინგის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების, დანგრეული სახლების მცხოვრებელთა საკომპენსაციო თანხებისა და სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებების კუთხით.
წარმოდგენილ ცვლილებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.