+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ფრაქციის წესდება
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა
ფრაქციის სამდივნო
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი“ პოლიტიკური

პლატფორმა


ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „თბილისი“ პოლიტიკური პლატფორმა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას. ფრაქციის „თბილისი“ ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გარანტირებული უფლებების განხორციელებაში ხელშეწყობა;

ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ღირებულებების, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის პრინციპების გათვალისწინებით;

ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება;

დემოკრატიული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნა;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა;

დედაქალაქის კულტურულ -არქიტექტურული ძეგლების და ისტორიული უბნების დაცვისათვის ზრუნვა და ამ კუთხით დედაქალაქის სამსახურების გადაწყვეტილებათა კონტროლი.დედაქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწასებულებების საქმიანობაზე კონტროლი და კულტურის და განათლების საქალაქო პოლიტიკისადმი ხელშეწყობა;

მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის მკაცრი კონტროლი, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობის განსაზღვრასა და მის განკარგვაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით;

მუნიციპალური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დასაქმების პროგრამების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის და თბილისის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;

აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა.



 

 

LiveZilla Live Chat Software