+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ფრაქციის წესდება
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა
ფრაქციის სამდივნო
ფრაქციის წესდება

 

. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია

„ თბილისი “

 

წესდება

 

თავი I

ზოგადი დებულება

მუხლი 1

1.1. . თბილიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თბილისი“ (შემდგომში - ფრაქცია) არის ალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, . თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, სხვა ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

1.2. ფრაქციის საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

) საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა

) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

) ფრაქციაში გაწევრიანების, საქმიანობის და ფრაქციის დატოვების ნებაყოფლობითობა;

) კანონის წინაშე თანასწორობა.

1.3. ფრაქცია შექმნილია საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე საკრებულოს წევრთა მიერ უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებისა და საქმიანობის კოორდინირებულად წარმართვის მიზნით.

 

 

თავი I I

ფრაქციის ძირითადი მიზნები

 

 

მუხლი 2.

2. ფრაქციის ძირითადი მიზნებია:

2.1 საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის დაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობიხელშეწყობა საკუთარი უფლებების რეალიზებაში;

2.2. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება;

2.3. საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელების დამოუკიდებლობა.

2.4. ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი კონტროლის გაზრდა თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაზე;

2.5. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

2.6 ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა;

2.7. მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობის განსაზღვრასა და მისგან კარგვაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით;

2.8. მუნიციპალური სახსრების განკარგვის ეფექტიანობის კონტროლი, თბილისის ეკონომიკის გაჯანსაღების, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების, გარემოს დაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობა.

2.9. ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მუნიციპალური სისტემისდახვეწისხელშეწყობა;

2.10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის და თბილისის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, ანგარიშების მოსმენა,შეფასება;

2.11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;

2.12. ჩამოთვლილი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისთვის, აქტიური თანამშრომლობა შესაბამისი დარგის ექსპერტებთან,სპეციალისტებთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან, სამოქალაქო სექტორთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან.

 

თავიIII

ფრაქციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი

მუხლი 3.

3.1.ფრაქციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

3.2. ფრაქციის სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ.

3.3. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა.

3.4. ფრაქციის სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს საკუთარი ინივიატივით ან ფრაქციის წევრთა უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3.5. ფრაქციის სხდომის დღის წესრიგს ადგენს და ფრაქციის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს ფრაქციის თავმჯდომარე.

3.6.ფრაქციის დღის წესრიგი მტკიცდება ფრაქციის სხდომაზე დამსწრეწევრთა უმრავლესობით.

3.7. დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხის ამოღება,და მატება ან მოდიფიცირება) შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს. გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

3.8. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

3.9. ფრაქციის სხდომა, როგორცწესი ღიაა. ფრაქციის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფრაქციის დახურულის ხდომა.

 

 

 

თავიIV

ფრაქციის შემდაგენლობა, ფრაქციის თანამდებობის პირები, მათი არჩევის წესი და

კომპეტენცია

მუხლი4.

4.1. ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს საკრებულოს წევრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც იზიარებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

4.2. ფრაქციის წევრი ვალდებულია:

) დაიცვას ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება:

) შეასრულოს ფრაქციის მირ მიღებული გადაწყვეტილებები:

) არ განახორციელოს ფრაქციის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო ქმედება.

4.3.ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წევრის მოთხოვნის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გარიცხოს ფრაქციის წევრი ფრაქციის შემადგენლობიდან თუ:

) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმას;

) განზრახ ან არასაპატიო მიზეზით არღვევს ფრაქციის წესდებას.

4.4. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

4.5. ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

4.6. ფრაქციის თავმჯდომარე:

) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

) წარმართავს ფრაქციის სხდომებს და ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

)ახორციელებს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.7. ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

4.8. ფრაქცია უფლებამოსილია, ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე.

 

 

მუხლი 5.

5.1. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები.

5.2 ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს.

5.3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

5.4 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე/მოადგილეები:

) ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;

) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს.

5.5 ფრაქცია უფლებამოსილია, ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გადააყენოს თანამდებობიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

 

მუხლი 6.

6.1 ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს ფრაქციის მდივანს.

6.2. ფრაქციის მდივნის კანდიდატურის და სახელების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

6.3. ფრაქციის მდივანი:

) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის დავალებებს;

) ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდა ორგანიზაციულ საქმიანობას;

) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

6.4. ფრაქცია უფლებამოსილია, ფრაქციის წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, გადააყენოს თანამდებობიდან ფრაქციის მდივანი.

 

თავი V

ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში

მუხლი 7.

7.1. ფრაქციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის ინიცირების უფლება აქვს ფრაქციის წევრს.

7.2. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა, თუ აღნიშნულს მხარს დაუჭერენ ფრაქციის წევრები ერთხმად.

 

თავი VI

ფრაქციის გაუქმება

 

მუხლი 8.

ფრაქცია ჩაითვლება გაუქმებულად ალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩება საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები.

 

 

ფრაქციის თავმჯდომარე                       ჯაბა ჯიშკარიანი   

 

 

 

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე           ზაზა მამალაძე

 

 

 

ფრაქციის მდივანი                                             ვაჟა ოთარაშვილი

 

LiveZilla Live Chat Software