+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა
ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ეროვნული ფორუმი“ (შემდგომში - ფრაქცია) ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს:

ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ღირებულებების, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის პრინციპების გათვალისწინებით;

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება;

ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

მუნიციპალური სოცუალური პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა თბილისის მოსახლეობისთვის სოციალური დაცვის მყარი გარანტიების შესაქმნელად, მათ შორის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირების, პენსიონერების, თბილისში მაცხოვრებელი დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მარჩენალდაკარგულების, ასევე მათთან გათანაბრებული პირების სოციალური უფლებების დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება;

მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების, დაავადებათა პროფილაქტიკის და მინიმალური საბაზისო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით.

თბილისის მოსახლეობის დასაქმების პროგრამების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა, მინიციპალური ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად სახსრების მიმართვის გზით;

თბილისის მოსახლეობისთვის განათლების უფლებების რეალიზაციის მიზნით, საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი მუნიციპალური განათლების სისტემის შექმნაზე ზრუნვა;

ქალაქ თბილისის მერის და თბილისის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა და შეფასება.

თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვაში აქტიური მონაწილეობა, ურბანული დაგეგმარების პრინციპების დაცვისა და ქალაქის არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესების მიზნით;

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

თბილისის ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

თბილისის ტერიტორიის ზონებად დაყოფისა და მიწათსარგებლობის წესების დადგენაში, ასევე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ისტორიულ-კულტურული, სარეკრეაციო, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა ზონების გამოყოფაში და მათი საზღვრების დადგენაში მონაწილეობა;
თბილისის მოსახლეობის რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის სანებართვო წესების დადგენაში მონაწილეობა, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების გათვალისწინებით;
საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;
აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, პოლიტიკურ გაერთიანებებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შესაბამისი დარგის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

 

 

 

ფრაქციის წევრები:

1. ავთანდილ დავითაძე

2. შორენა ბუხრაშვილი

3. ზურაბ ნეფარიძე

4. გივი გოგლიძე

LiveZilla Live Chat Software