+995 32 215 93 93
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნო
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2017 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2018 წლის არქივი
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ოქმები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.

ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:

·         შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;

·         სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და დასახლების საერთო კრებას;

·         საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს  ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

·         ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36) ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე: m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე


 

 

1.       .თბილისში, სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის II შესახვევის გაგრძელების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


2.       ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ცხრა შესახვევისთვის ცაცხვების სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


3.       ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის კვიპაროსის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


4.       ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აფხაზეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ტამიშის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


5.       ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩის გაგრძელების და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის სატყეოს სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


6.       ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ძველი ვეძისის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ძველი ვეძისის  I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


7.       ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის კორნელი სანაძის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


8.       ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, სადგერის ქუჩასა და აკაკი ჩხენკელის ქუჩებთან  მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ოთხი გასასვლელისთვის და ერთი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის  ყადირ შერვაშიძის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


9.       ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული  ჩიხისთვის ეკატერინე ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


10.   ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული უსახელი სკვერისთვის იეზიდურ-ქართული მეგობრობის  სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


11.   „ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, იუნკერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის იუნკერის,  მაიორ  არჯევან ანანიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის  №115 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)


12.   ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის იუნკერის ბესარიონ კემულარიას სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)

 

13.   „ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის აკაკი ბელიაშვილის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 სექტემბრის  №297 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე (მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია 11 იანვრამდე)

 

 

 


2017 წლის არქივი


2018 წლის არქივი








LiveZilla Live Chat Software