+995 32 215 93 93
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების პროექტი
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომის ოქმები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების პროექტი

                               ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების პროექტი

 

 

2006 წელს საქართველოს პარლამენტის 20 დეკემბრის N4173 დადგენილებით განხორციელდა  ქალაქ  თბილისის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში 23 დაბა და სოფლის ტიპის დასახლება მოექცა. მისი ფართობი დაახლოებით 154 კვ.კმ-ით გაიზარდა და 504 კვ.კმ შეადგინა. ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები დადგენილ იქნა 1:50000 მასშტაბის  ტოპოგრაფიულ რუკაზე, შესაბამისი სადემარკაციო სამუშაოების განხორციელების გარეშე. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2007 წლის 16 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N011402/101/96 ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობით, დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად, შპს „საინჟინრო-საძიებო სამსახურმა“ განახორციელა დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების ტოპოგრაფიული აგეგმვა UTM WGS- 84 საკორდინატო სისტემაში.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკადასტრო და სარეესტრო ნაკვეთების, ორთოფოტო გადაღების მოძიება და კამერალური დამუშავება. თბილისის საზღვრების რეკოგნოსცირება,  წერტილების განსაზღვრა ნიშნების ჩასამაგრებლად. დამზადდა ნიშნები, მოხდა ჩამაგრებული წერტილების ფოტოფიქსაცია და ქალაქზე გატარებული საზღვრების აღწერა. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე შედგა ციფრული რუკები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების კონფიგურაციამ ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მომიჯნავედ. შეიცვალა ფართობიც და კორექტირებული ვერსიის მიხედვით 502 კვ.კმ შეადგინა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №1-4 გადაწყვეტილებით და 2014 წლის 5 დეკემბრის №16-35 და №16-41 დადგენილებებით განისაზღვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების და რაიონების ტერიტორიული ერთეულების - უბნების საზღვრები. რაიონებისა და უბნების ადმინისტრაციული საზღვრისპირა მონაკვეთების განსაზღვრისას საფუძვლად აღებულ იქნა 2007 წელს სადემარკაციო  სამუშაოების შედეგად კორექტირებული კონტური. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივ აქტებსა და სადემარკაციო სამუშაოებამდე მიღებულ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 20 დეკემბრის  №4173 დადგენილებას შორის ცდომილებაა როგორც ტექსტურ ისე გრაფიკულ ნაწილში. კორექტირებული ვერსიის მიხედვით შეცვლილია დედაქალაქის კონტური და ფართობი. (რაც ასახულია საიტზე განთავსებულ როგორც საილუსტრაციო, ისე დემარკირების მასალებში. იხ. დანართი).

 

შესაბამისად აუცილებლობას წარმოდგენს ზემოაღნიშნული ურთიერთშეუთავსებლობის აღმოფხვრა და დედაქალაქის დაზუსტებული საზღვრის სამართლებრივ აქტებში ჰარმონიზაცია. 

 

დაინტერესებულ მოქალაქეებს, მ/წლის 19 მარტამდე ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავისუფლების N2, ტელ: 032 2 98 60 16, ასევე შესაძლებელი მოსაზრებების წარმოდგენა  ელ.ფოსტაზე - tatia.barakadze@gmail.com; q.gogelashvili@gmail.com; sopo_mamaladze@yahoo.com და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის  Facebook გვერდზე.

 

დანართი

 

LiveZilla Live Chat Software