ამჟამად: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი (თემქა).
დაბადების თარიღი და ადგილი: 13 დეკემბერი, 1978 წ. ქ. თბილისი.
განათლება:
პროფ. თამარ ტალიაშვილი სადოქტორო კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში-Max-Planck Institut for Intellectual Property Law; სწავლისა და კვლევის პერიოდში მიღებული აქვს სტიპენდიები და ჯილდოები: მაქს-პლანკის საზოგადოების სტიპენდია, პრეზიდენტის პრემია, ი. ჭავჭავაძის სახელობის პირველი ხარისხის სტიპენდია. აღნიშნული სტიპენდიებისა და ჯილდოების საფუძველზე, მას მიეცა საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავების საშუალება, კერძოდ დანიაში, Aarhus Universitat-ში და გერმანიაში Universitat des Saarlandes, Europa Institut-ში.მისი შრომები გამოქვეყნებულია საქართველოში,რუსეთში, ასევე, გერმანიაში.
პროფესიული გამოცდილება:
პროფ. თამარ ტალიაშვილი 2014წლის თებერვლიდან შსს-ს აკადემიის პრორექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2014 წლის ნოემბრიდან შსს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2011 წელს იგი წარდგენილი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნომინაციაზე - ქალები საჯარო სამსახურში.
პროფ. თამარ ტალიაშვილი სხვადასხვა დროს გახლდათ იურიდიული უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯერი USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტში, ასევე იყო GIZ-ის (ყოფილი GTZ) მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, აგრეთვე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ექსპერტი. პროფ. თამარ ტალიაშვილი არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) თანადამფუძნებელი. მოგვიანებით, იგი ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას და ჩართული იყო საერთაშორისო დავების წარმოებაში აშშ-ის ისეთ წამყვან იურიდიულ ფირმებთან ერთად, როგორიცაა, Podhurst & Orseck, გახლდათ Masry & Vititoe Law Offices დსთ-ის ქვეყნებში წარმომადგენელი; გახლდათ ამერიკის იუსტიციის ასოციაციის American Association for Justice -დელეგატი.
პროფ. თამარ ტალიაშვილი იკავებდა სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობას საქ. დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის კერძო სამართლის კათედრის გამგედ; ლექციებს სხვადასხვა დროს კითხულობდა კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.