თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილებები განიხილეს. საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის საკრებულოს კომისიებში შემდეგი სახით იქნებიან წარმოდგენილნი:
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - შოთა გრიგოლია; ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ნადირაძე; ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია - ლილე ლიპარტელიანი; გარემოს დაცვის კომისია - ირაკლი ეძგვერაძე; სატრანსპორტო საკითხთა კომისია - ზვიად კუპრავა; სარევიზიო კომისია - ზვიად კუპრავა; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - სოფიო ჯაფარიძე; განათლებისა და კულტურის კომისია - ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი; სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - შოთა გრიგოლია; სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - ირაკლი ეძგვერაძე.
აღნიშნული ცვლილებების გარდა, კომისიის სხდომაზე განიხილეს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის ანა კილაძის მიერ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობის დატოვებისა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაში გაწევრების საკითხი.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ დაცულია საკრებულოს ფრაქციის მიერ კომისიის წევრის წარდგენის წესი და წარმოდგენილი ცვლილება შეესაბამება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებებს საკრებულოს ბიურო ცნობის სახით მიიღებს.