თბილისის საკრებულოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკურ-საკონსულტაციო საბჭოს (CPPCC) გუანდუნის პროვინციის ადგილობრივი კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის წევრებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქართულ-ჩინური მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ახვლედიანი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია შეხვდნენ. ჩინეთის დელეგაციას სახალხო პოლიტიკურ-საკონსულტაციო საბჭოს (CPPCC) გუანდუნის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარე ლინ კეჩინგი ხელმძღვანელობს. შეხვედრას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი ესწრებოდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ჩინელ სტუმრებს მიესალმა და თბილისის საკრებულოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულოს ჩინეთის გუანდუნის პროვინციის ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა, რაც მისასალმებელია. თბილისის მუნიციპალიტეტსა და გუანდუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, რაც თბილისსა და გუანჯოუს დამეგობრების პროცესის დაწყებაშიც გამოიხატა. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩინელ სტუმრებს თბილისის საკრებულოს საქმიანობის შესახებ, აგრეთვე წარმომადგენლობითი ორგანოს უფლება-მოვალეობებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ-საკონსულტაციო საბჭოს (CPPCC) გუანდუნის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარე ლინ კეჩინგმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან გუანდუნის პროვინციის ეკონომიკასა და საგარეო ვაჭრობაზე ისაუბრა. ლინ კეჩინგმა ვიზიტის მიზნად რამდენიმე საკითხი დაასახელა: თბილისსა და გუანჯოუს შორის დამეგობრების პროცესის დასრულება, ასევე ტურიზმის მიმართულებით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. მან თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაცია გუანჯოუში მიიწვია.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა და თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ისაუბრეს, მათ ხაზი გაუსვეს ისედაც მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. გიორგი ახვლედიანმა, როგორც საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების ასოციაციის თავმჯდომარემ, გუანჯოუსა და ჩინეთის რამდენიმე ქალაქში მისი საქმიანი ვიზიტების და ნაყოფიერი შეხვედრების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გუანჯოუს პროვინციის დელეგაციაც იმყოფებოდა თბილისში. გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ გუანჯოუში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუდენტების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამისა და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
თბილისის მუნიციპალიტეტის და ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები მომავალი შეხვედრებისა და წარმოდგენილი საკითხების განხილვაზე შეთანხმდნენ.
ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები დედაქალაქის მერის პრეზენტაციას „თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა“ დაესწრნენ
ივნისი 23,2025კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა
ივნისი 22,2025დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 62 მილიონი ლარით გაიზარდა
ივნისი 19,2025