თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპების უკეთ გაცნობა.
თინათინ ნიბლოშვილმა სტუდენტებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა, ასევე დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს ფუნქციებსა და მოვალეობებზე, წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, სტუდენტების მხრიდან თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია.
„თბილისის საკრებულო სტუდენტებს ხშირად მასპინძლობს. გვახარებს ახალგაზრდების აქტიურობა და მათი სურვილი გაიგონ მეტი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრა სამ ეტაპად გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 150-მდე სტუდენტმა მიიღო.