თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კვირეული თბილისში უკვე მესამედ იმართება ეგიდით „მომხმარებლის დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული გამოწვევები".
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კვირეულის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება მნიშვნელოვან საკითხებზე.
„მოხარული ვარ, რომ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული უკვე მესამედ ტარდება თბილისში. მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში, ინტენსიური მსჯელობები გაიმართება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მაღალი ხარისხის პროდუქციის და სერვისების მიწოდება, სამომხმარებლო ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართ. ეს ის საკითხებია, რომლებზე ზრუნვაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და პასუხისმგებლიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. ვფიქრობ, კვირეულის ფორმატი საკმაოდ შედეგიანი იქნება თემატიკაზე კონცენტრირებისთვის, რაც საშუალებას იძლევა დაინერგოს ეფექტიანი მექანიზმები მაღალი სამომხმარებლო სტანდარტების პრაქტიკაში დამკვიდრებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიხვეწა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და განსაკუთრებით ეფექტიანი გახდა მარეგულირებლების საქმიანობა, რამაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
ღონისძიების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის.
ტატა ხვედელიანმა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
მარტი 15,2025სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
მარტი 14,2025კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხი განიხილეს
მარტი 14,2025