თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის N1-2 კორპუსებთან მიმდინარე დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და 5000 კვ.მ ფართობს მოიცავს.
„სასიხარულოა, რომ ვაკის რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი შეემატება. ვაჟა-ფშაველას V კვარტალში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი მოედნის, მოსასვენებელი პავილიონის, მაგიდის ჩოგბურთის კუთხის, სავარჯიშო სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის ფარგლებში აგრეთვე მოწესრიგდება და გამწვანდება კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები. ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი, კახა გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ვაკის რაიონის გამგებელი გაეცნენ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები დაათვალიერა
იანვარი 30,2025ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
იანვარი 21,2025გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024