თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ფერდის გამაგრების სამუშაოები საავტომობილო გზის გასწვრივ უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება.
ამ დროისთვის, ფერდზე ანკერების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მიწის საექსკავაციო სამუშაოებს მოიცავს. ამას გარდა, ადგილზე ზედმეტი გრუნტის მასისგან ფერდის ჩამოწმენდა მიმდინარეობს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტის თანახმად, ადგილზე ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა.
ფერდის დამცავ სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად, წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ამავე რაიონის მაჟორიტარი ზუკა რურუა გაეცნენ.
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან ერთად დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თებერვალი 04,2025ნუცუბიძის I მ/რ-ის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
იანვარი 21,2025გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024