თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, ამ საკითხზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას ორი წლის წინ მიმართეს, ხოლო გასულ წელს განაშენიანების გენერალურ გეგმაში კ2 კოეფიციენტის გაზრდა გააპროტესტეს. მისი თქმით, თბილისის ამ უბნისთვის სრულიად შეუსაბამოა ცათამბრჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღება.
„ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ისედაც დაუშვებელი იყო ასეთი მაღალსართულიანი შენობისთვის ნებართვის გაცემა, რაც თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამოა. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, ოცნება მზადაა თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარ შემომწირველს უკანონო საქმიანობა დაუკანონოს. დღეს კი ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე დამატებით 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება"-განაცხადა გიორგი შარაშიძემ
საკრებულოში ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა
დეკემბერი 24,2024ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოში გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს
ოქტომბერი 24,2024თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 13,2024