თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა შინდისში მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონოდ ხდება სიცრუე უწოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, არანაირი ინტენსიური და მაღალი განაშენიანება არ იგეგმება. ასევე, საკრებულოს აქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც გრგ-ს პროექტის ეტაპზე აისახება.
„ოპოზიცია ასევე სტყუის, როცა ამბობს, რომ თითქოსდა გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოზე ზეგავლენის შეფასება არ წარმოადგინა. კომპანიას აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება აქვს და მისი წარმოდგენის გარეშე არანაირი პროექტი არ განხორციელდება. რაც შეეხება თავად პროექტს, აქ საუბარია მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 5 პროცენტის „თაუნ ჰაუსის“ ტიპის განაშენიანებაზე, რომელიც მაღალი ინტენსივობის არ არის. ოპოზიცია აქაც სტყუის, როდესაც აცხადებს, რომ ინტენსიური განაშენიანება იგეგმება. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ურბანულად გამართული პროექტი“ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული ტერიტორია ყოველთვის იყო საცხოვრებელი დანიშნულების ზონა და განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად მოხდება იმ ფუნქციური ზონების დაზუსტება, რომლითაც ტერიტორია შემდგომში განვითარდება. გიორგი ტყემალაძის თქმით, სამშენებლო ნებართვები არ გაიცემა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სატყეო, ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არის.
საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, თითქოსდა სამშენებლო ნებართვების გაცემა კონკრეტული კომპანიებისთვის ხდება. გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულო პროექტს მისი შინაარსიდან და არა კომპანიების მესაკუთრეების ვინაობიდან გამომდინარე განიხილავს.
„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აქ გვარების ხსენება არასწორია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
ოქტომბერი 02,2023„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეიკრა
ოქტომბერი 02,2023გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ოქტომბერი 02,2023