თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრი ნინო წულაძე ამორტიზებული ლიფტების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნული ინიციატივა დაარეგისტრირა.
როგორც ნინო წულაძემ განაცხადა, ამორტიზებული ლიფტების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გეგმა თბილისის მერს 2020 წელს წარუდგინეს, თუმცა გეგმა არ განხილულა და შესაბამისად არც განხორციელებულა.
„ამორტიზებულ და გაუმართავ ლიფტებს ეწირება ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. უპირველეს ყოვლისა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა მოახდინოს ლიფტების მდგომარეობის შესწავლა მთელი ქალაქის მასშტაბით და განსაზღვროს რომელი ლიფტის მდგომარეობა არის ვარგისი და რომლის გამოყენება დაუშვებელი. “- განაცხადა ნინო წულაძემ.
ნინო წულაძის თქმით, უნდა შეიქმნას სრულყოფილი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც თბილისში არსებული ლიფტების მდგომარეობის შესახებ რაიონების მიხედვით განთავსდება ინფორმაცია და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება შეამოწმოს რეალურად როდის განხორციელდა მათ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ლიფტის ინსპექტირება/შემოწმება.
საკრებულოს წევრმა გეგმის მესამე პუნქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მერიამ უნდა შეიმუშაოს სისტემა, რომლის მიხედვითაც კერძო-საჯარო პარტნიორობის საფუძველზე შემოიყვანს ინვესტორს, რომელიც ლიფტების რეაბილიტაციის სანაცვლოდ მართვასა და სარგებლობაში გადაიბარებს მათ.
მისივე თქმით, თბილისის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება არის დედაქალაქის მერიის და საკრებულოს პასუხისმგებლობა.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ 211-ე სკოლა დაათვალიერეს
ოქტომბერი 08,2024საკრებულოში სპორტული პროგრამა ,,სასკოლო ლიგის“ განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
ოქტომბერი 07,2024გიორგი ტყემალაძე: ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თანამედროვე და უსაფრთხო საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს"
ოქტომბერი 07,2024