თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქში არსებული საცობების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედაქალაქის გარკვეულ ადგილებში, შესაძლოა, იყოს შეფერხებები, თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია, არასწორია.
მისივე თქმით, დისკომფორტი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე არის შექმნილი, რომელიც თბილისში ხორციელდება, შესაბამისად, მოსახლეობა ამას გაგებით უნდა მოეკიდოს.
"მსგავსი გამოწვევის წინაშე წარმატებული, ევროპული ქალაქებიც დგანან. თბილისში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეიძლება გარკვეულ ადგილებზე იყოს შეფერხებები, თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია, არ იქნება მართებული. ვთხოვთ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ შექმნილ დისკომფორტს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკურენტული იყოს და შევამციროთ ყოველდღიური ავტომობილების მოხმარება, მომავალში ყველანი ამ ეფექტს ვიგრძნობთ" - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 25,2024გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
აპრილი 23,2024