როგორც 26 ივლისს ვიტყობინებოდით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე აღმართული დროშის კონსტრუქცია დაზიანდა და საჭიროებდა გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დროშის სადგამზე მალევე დაიწყო სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და საკრებულოს ისტორიულ შენობაზე კვლავ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.