თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დასუფთავების აქციაში, რომელიც წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო მონაწილეობა მიიღო. აქციის ფარგლებში ტყის ტერიტორიის 9 ჰექტარამდე ფართობი დასუფთავდა.
„გარემოზე ზრუნვა, ჯანსაღი ეკოლოგიის შენარჩუნება და მოფრთხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მსგავსი აქციები მოსახლეობის ჩართულობით, ხელს შეუწყობს თბილისის და მისი შემოგარენის „მწვანე კუნძულების“ შენარჩუნებას, გალამაზებას და დაიცავს მავნე ურბანული ზემოქმედებისგან“ - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
დასუფთავების აქციაში დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა და დირექტორმა დავით ფაჩულიამ მიიღეს.
დასუფთავების აქციები ქალაქის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეიკრა
ოქტომბერი 02,2023გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ოქტომბერი 02,2023ლევან ჟორჟოლიანმა ანტიდისკრიმინაციის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების სასწავლო კურსის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
ოქტომბერი 02,2023