რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადებას თბილისის საკრებულოსთავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო.
პროექტის სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტების მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულ სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ შეასრულებს, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია . რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.