დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. მან განვლილი ოთხი წლის მუშაობა შეაჯამა, იმ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით თბილისში განხორციელდა და კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
სხდომა პირადი განცხადების საფუძველზე, თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხით გაგრძელდა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს და საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. ცვლილება შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის, 15 მარტის დადგენილებაშიც.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024