საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა - გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სოციალისტების, მწვანეებისა და პროგრესული დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ჯგუფის 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიშზე იმსჯელეს და გაზაფხულის მე-40 პლენარული სესიის მოსამზადებელ საკითხებთან ერთად, პოლიტიკურ ჯგუფებთან გასაფორმებელი შეთანხმებების პროექტები განიხილეს.
დღესვე, შეხვედრის მონაწილეებმა, ჯგუფის ახალი პრეზიდენტი და ბიუროს წევრები აირჩიეს, რის შემდეგაც კონგრესის არჩევნებისთვის კანდიდატები დაამტკიცეს.