ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, პლატფორმის 2021–2030 წლების სტრატეგიის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მსჯელობას დაეთმო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პლატფორმის სტრატეგიული ჩარჩო ხელშეკრულება გრძელვადიან პერსპექტივაში მისწრაფებებსა და სისტემურ ცვლილებებზეა ორიენტირებული, თუმცა 2020 წლის მაგალითიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება მოკლევადიანი და ზუსტი ხედვის დაგეგმვა, რაც სხდომის მონაწილეების განცხადებით, მიზნის მიღწევას ბევრად გაამარტივებს.
პლატფორმის 2021–2030 წლების სტრატეგიის ჩარჩო ხელშეკრულების საბოლოო განხილვა და ოფიციალური მიღება 2020 წლის ოქტომბერში, პოლიტიკური საბჭოს რეგულარულ სხდომაზე იგეგმება.
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმა (PLATFORMA), რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ ასოციაციებს მთელი ევროპის მასშტაბით უწევს კოორდინირებას, ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ქსელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში ,,CEMR’’ 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემების განხილვაში.
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის (UCLG)” ევროპული სექციაა.
საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 25,2024გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
აპრილი 23,2024