თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საერთაშორისო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) და თბილისის დემოკრატიული სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული პანდემიის და დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის კომუნიკაციის ხელშეწყობა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ვირუსის წინააღმდეგ ახორციელებს. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე ვან კოლდამი მიესალმა, რომელთანაც „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) აქტიურად თანამშრომლობს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შეხვედრის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და დეტალურად ისაუბრა იმ პროექტების და ღონისძიებების შესახებ, რომელსაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი - მერია და საკრებულო პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ.
„ჩვენ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, მაქსიმალურად ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების ყოფის შესამსუბუქებლად. ასეთი ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მოსაზრებები მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრის დასასრულს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრის ორგანიზატორებს ასეთი ფორმატისთვის კიდეც ერთხელ მადლობა გადაუხადა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024