თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე ავჭალის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს ეწვია.
საკრებულოს წევრმა მოსახლეობას, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელ ანდრია კაპანაძესთან, გლდანის გამგეობის ავჭალის საუბნო სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი ჭიღლაძესთან და წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩთან ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად, კომპანიის თანადგომით - შპს“ვაკე“-ს მიერ წარმოებული პროდუქცია გადასცა.
გადასაცემ პაკეტს აგრეთვე შპს ,,კოკა-კოლას" მიერ გაღებული შემოწირულობაც შეემატა.
შალვა ოგბაიძემ კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეისთვის არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლობის სასარგებლოდ გადადგმული თითოეული ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ ამ მძიმე ჟამს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყოფა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩს, ბატონ ნიკოლოზ წულუკიძეს და შპს „ვაკე“-სა და შპს ,,კოკა-კოლას" თანდგომისთვის. მათ ჩვენი მოქალაქეებისადმი ყურადღება გამოიჩინეს” - განაცხადა დეპუტატმა.