თბილისის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ორგანიზებით, ბორჯომის ახალგაზრდულ საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულო ქალაქის ტრენინგ ცენტრთან შეიქმნა. მისი წევრები ქალაქ ბორჯომისა და მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან, რომლებსაც თანატოლები საჯარო და დემოკრატიული არჩევნების გზით ირჩევენ.
ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულო, რომლის წევრთა უმრავლესობა გოგონები არიან, თემატური კომისიებითაა დაკომპლექტებული.
საკრებულო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სამუშაო ურთიერთობები აქვს საქართველოს პარლამენტთან, სამინისტროებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში. საკრებულოს წევრთა უმრავლესობა, ამავდროულად, შემოქმედებითი ჟურნალისტიკის კლუბის წევრები არიან, რომლებმაც სასწავლო ტელევიზიის ციფრული ფორმატი შექმნეს და ამასთანავე, სიუჟეტებსა და გადაცემებს ამზადებენ.
თბილისის საკრებულოში ბორჯომის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ნინო ლაცაბიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ უმასპინძლეს.
დეპუტატებმა ახალგაზრდებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინეს, წარმომადგენლობითი ორგანოსა და კომისიების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
დღესვე, საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებმა გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები წარმოადგინეს.
საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 25,2024გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
აპრილი 23,2024