თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვარკეთილი 3-ში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას, თბილისის მერ კახა კალაძესა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაში, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული კომპლექსით სარგებლობა ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლებს, სამოყვარულო გუნდებსა და ბავშვთა რეგიონულ ნაკრებებს უფასოდ შეეძლებათ.
„დღეს, ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. მსგავსი ტიპის ცენტრები თბილისის ყველა რაიონში მოეწყობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი სივრცეების არსებობა შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.
სასიხარულოა, რომ ჩვენი პატარები ღირსეულ გარემოში გაიზრდებიან და იმედი მაქვს, ცენტრის ბაზაზე არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზრდება. აღნიშნული კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის მერიისა და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოეწყო”-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცენტრის ტერიტორიაზე სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი და მინი საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა 180-ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც შშმ პირთათვის განკუთვნილი პლატფორმით აღიჭურვა. აშენდა ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებითა და სხვა საჭირო სივრცეებით.
შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა
აპრილი 20,2024დედაენის დღესთან დაკავშირებით, ავთანდილ ცინცაძე 158-ე სკოლას ესტუმრა
აპრილი 14,2024,,ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
აპრილი 11,2024