თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ყოფილ ჟურნალისტს, ლიანა ბუგიანიძეს იუბილე მიულოცა.
ლიანა ბუგიანიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. დეპუტატი მას სახლში ეწვია და ჟურნალისტს საჩუქრად მობილური ტელეფონი და ეტლი გადასცა. გულია გოცირიძე მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
„წლებია ქალბატონ ლიანას გადაადგილება უჭირს, ამიტომ ვეცადეთ გაგვეხარებინა. მოხუცები ჩვენი უპირველესი საზრუნავია და მათ გვერდით დგომას და დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. ვულოცავ ქალბატონ ლიანას იუბილეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“, - განაცხადა გულია გოცირიძემ.