თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოში რჩება და პარლამენტარის მანდატზე უარს აცხადებს. განცხადება ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გააკეთა. როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მისთვის პარლამენტის წევრობა დიდი პატივი და გამოწვევაა, თუმცა ამ ეტაპზე საკრებულოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
„დაახლოებით ერთი თვის წინ საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩია. მე გამაჩნია გარკვეული პასუხისმგებლობა, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. თუმცა ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ მმართველი გუნდის წევრები ვინ რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი მუშაობით ვცდილობთ, როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული დადებითი როლი შევასრულოთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ამ მისიას მე ამ ეტაპზე საკრებულოში ვხედავ,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ირაკლი ზარქუას პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.