თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის გამოძიების დასრულდებამდე მისთვის მანდატის შეჩერებას ითხოვს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლილე ლიპარტელიანმა გამართა და განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არის საკრებულოში მოსახლეობის ინტერესების დამცველი. ილია ჯიშკარიანი კი, როგორც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი, ვერ იქნება ამ სტატუსის მატარებელი.
„მივმართავ საკრებულოს წევრებს, გენდერულ საბჭოსა და განსაკუთრებით კი, ქალ დეპუტატებს ილია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირონ“ - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
დეპუტატმა დაზარალებულის ინტერესების დაცვა და თამთა თოდაძისთვის სხვა სამსახურში დასაქმებაც მოითხოვა.