თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის მერია, საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, არასწორად დაგეგმილ მენეჯმენტში დაადანაშაულა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის გადადგომა მოითხოვა.
საკრებულოს წევრის განცხადებით, თუ ადრე ერთი ბავშვის კვების საფასური დღეში 3.20 ლარი იყო, ახალ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ერთი ბავშვის კვება 4.15 ლარი ჯდება, რამაც ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტით დააზარალა.
„გვაქვს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ვერც ახალი კომპანია, რომელსაც 1 მლნ ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ნიშნავს, რომ 60 ათასი ბავშვის კვების პრობლემა მოუგვარებელია. ამიტომ საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის გადადგომას მოვითხოვთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.