თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ, ღონისძიებაში სახელწოდებით „უფრო ლამაზი საქართველო“ მონაწილეობა მიიღო.
ჩინეთის საელჩოს მიერ ინიცირებული ამ აქციის ფარგლებში, გლდანის პატარა ტბის მიმდინარე ტერიტორიაზე წიწვოვანი და ძვირფასმერქნიანი ხეები დაირგო. მსგავსი აქცია, უახლოეს დღეებში, თბილისის სხვა რაიონებშიც ჩატარდება.
ღონისძიებაში თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.