თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და საკრებულოს წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, წარმომადგენლობითი ორგანის წევრებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს დეპუტატები თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის მიერ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამოფენას „თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები“ გაეცნენ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ეს სამისამართე აბრები თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა საუკუნესა და წლებში იყო განთავსებული.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალის გახსნას დაესწრნენ. დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.
26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში – 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი წელს ცოდნის გაზიარებას ეძღვნება და მისი მთავარი გზავნილია-ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე.